„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით „ნაციონალური მოძრაობა“ ამ არჩევნებზე წარმატებას ვერ მიაღწევს, რადგან მათ ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ.
ამის შესახებ კობახიძემ აჭარის ტელევიზიის ეთერში, ვახო ხუზმიაშვილის გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ სტუმრობისას ისაუბრა.
„ნაციონალურ მოძრაობას ხალხის მხარდაჭერა რომ არ აქვს, იმიტომაც აგებენ ამ არჩევნებს. მათ შეუძლიათ მუქარა და იმუქრებიან მუდმივად. გახსოვთ ჯერ 2016-ში იმუქრებოდნენ, შემდეგ 2018-ში. ვერასდროს ვერ აღწევენ ამ მიზანს გამომდინარე იქიდან, რომ იგივე რესურსი სჭირდება ქუჩაში წარმატებას, რაც სჭირდება არჩევნებში წარმატებას – ეს არის ხალხის მხარდაჭერა და ბუნებრივია, ეს მხარდაჭერა ამ პოლიტიკური პარტიების მიმართ არის ძალიან მიზერული“, – განაცხადა კობახიძემ.