logo_geo
eng_logo
ნათია მეზვრიშვილი: იმედი მაქვს, რომ არ დაგვჭირდება ჯარიმის ენით საუბარი
- +

20 ოქტომბერი. 2020. 19:45

 

 

დღეს პოლიცია მთელი დღე დაკავებულია იმით, რომ მოქალაქეებს, რომლებსაც არასწორად უკეთიათ პირბადე, ელემენტარულად მიუთითონ, რადგან ჩვენ არ გვინდა, რომ ადამიანებს ჯარიმის ენით ველაპარაკოთ”, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

 

 „ეპიდემიოლოგებმა არაერთხელ მოუწოდეს მოქალაქეებს, რომ არა მხოლოდ დახურულ სივრცეში ატარონ პირბადე, არამედ ღია სივრცეშიც, სადაც დისტანციის დაცვის შესაძლებლობა არ არის.

 

მე პირადად ვცდილობ, ეს წესები ღია სივრცეშიც დავიცვა და იმედი მაქვს, რომ არ დაგვჭირდება ჯარიმის ენით საუბარი.

 

წესების შეუსრულებლობა პირდაპირ დაკავშირებულია ინფიცირებულების რაოდენობის ზრდასთან“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner