logo_geo
eng_logo
ბოკერიას ცინიზმი! - ეს უნდა ნახოთ!
- +

20 ოქტომბერი. 2020. 22:52

 

 

„სისტემის მსხვერპლი იყო სანდრო გირგვლიანი და ყველა ვინც ძალადობის მსხვერპლი გახდა ჩვენი ხელისუფლების დროს“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ ღამის კურიერის ეთერში განაცხადა.

 

გიგა ბოკერიას თქმით, მისი გუნდი იღებს პასუხისმგებლობას იმაზე, რაც მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს იყო.

 

„სისტემის მსხვერპლი იყო სანდრო გირგვლიანი და ყველა ვინც ძალადობის მსხვერპლი გახდა ჩვენი ხელისუფლების დროს. ერთ პოლიტიკურ გუნდს ჰქონდა სრული კონტროლი და მიუხედავად იმისა, რომ სწორი მიმართულებით მიმდინარეობდა ბრძოლა ორგანიზებულ დანაშულთან, კორუფციასთან და ქვეყნის გარე მტრებთან, ამ სწორ ბრძოლაშიც თუ არ გაქ მაკონტროლებელი მექანიზმი და სასამართლო, ასეთი რამე შეიძლება მოხდეს.

 

მე, ამ დროს ვიყავი პოლიტიკური ლიდერი, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს. პასუხისმგებელი ვიყავი ყველაფერზე რაც მოხდა. სისხლის სამართლის დანაშაული არ მიმიძღვნის“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner