„რატომ ამოიღეს კოდექსიდან 307-ე მუხლი და რატომ ჩქარობდნენ სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციას?
იმიტომ, რომ სააკაშვილი და მისი ხელისუფლება ჩქარობდნენ, ნატოში გაწევრიანების ერთ-ერთი მოთხოვნა დაეკმაყოფილებინათ: ნატოს წევრი ვერ გახდება ქვეყანა, თუ მას არ აქვს დადგენილი საზღვრები!“, - ამის შესახებ ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„იმიტომ, რომ სააკაშვილი და მისი ხელისუფლება აპირებდნენ იმ დანაშაულის - სახელმწიფო ღალატის - ჩადენას, რომლისთვისაც პასუხი მოეთხოვებოდათ კოდექსის 307-ე მუხლით!
იმიტომ, რომ სააკაშვილი და მისი ხელისუფლება, საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციის დროს, დაჩქარებული წესით აპირებდნენ აზერბაიჯანთან, სომხეთთან და რუსეთთან სადავო მონაკვეთებზე დავის დამთავრებას საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დათმობის გზით!
გავიმეოროთ კითხვა:
- რატომ ამოიღეს კოდექსიდან 307-ე მუხლი?
იმიტომ, რომ სააკაშვილი და მისი ხელისუფლება რუსეთისთვის აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გადაცემას აპირებდნენ, რაც გააკეთეს კიდეც კოდორის ხეობის ზემო აფხაზეთად გამოცხადებით და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრების აღდგენით, როცა თავის დროზე გორის, ქარელის და კასპის რაიონებს მიკუთვნებული სოფლები, ასევე ახალგორის რაიონი, ყოფილი ოლქის საზღვრებში დააბრუნეს!
ამ პროცესში აქტიურად მონაწილეობდნენ როგორც აღმასრულებელი, ისე მაშინდელი საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები!
სააკაშვილის და მისი ხელისუფლების მიზანი იყო თავიდან მოეშორებინათ კონფლიქტური რეგიონები, სასწრაფოდ დაედგინათ საზღვრები და დანარჩენი საქართველო ნატოში გაწევრიანებულიყო!
ე. წ. ლუკ კოფის იდეა, "საქართველო ნატოში აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის გარეშე" სინამდვილეში კარგად დაგეგმილი შეთქმულებაა საქართველოს წინააღმდეგ!
ეს შეთქმულება ჩაიშალა 2012 წლის არჩევნებით, თუმცა 2006 წელს დაძრული პროცესი გაგრძელდა და მოგვიანებით ეს იდეა მაინც შემოგვთავაზეს იმ ადამიანებმა, ვინც თავიდანვე ჩართული იყო ამ ანტიქართული გეგმის შემუშავებაში!
ახლა კი დროა, საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა საფუძვლიანად დაინტერესდეს და ძირფესვიანად შეისწავლოს სააკაშვილის და მისი ხელისუფლების ღალატის ანატომია და სამშობლოს ღალატისთვის სამუდამოდ გამოკეტოს ციხეებში ეს გარეწრები!“, - წერს მძინარაშვილი.