სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარგსიანი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა, სადაც NATO-სა და ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან მთიანი ყარაბაღის ირგვლივ კონფლიქტის ესკალაციას განიხილავს.
„ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტი სარგსიანი შეხვედრებს გამართავს NATO-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან, უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან ჟოზეპ ბორელთან და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან.
ევროპული სტრუქტურების ხელმძღვანელებთან შეხვედრების ფარგლებში სარგსიანი არცახის წინააღმდეგ აზერბაიჯანის აგრესიას განიხილავს“, - ნათქვამია სომხეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებაში.