„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში მივიღეთ ჯამში 246 წარჩინებული სტუდენტი. მათი შედეგი ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესოა“, - ამის შესახებ „მაესტროს“ ეთერში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საგანმანათლებლო პროგრამები შედგენილია მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით.
„ესაა უნიკალური შესაძლებლობა, რომ სტუდენტებმა მიიღონ საერთაშორისო დონის განათლება.
ჩვენ ვწერთ ამ უნივერსიტეტის აკადემიურ ისტორიას. ჩვენი სტუდენტების 80%-მა მოიპოვა სახელმწიფო გრანტი.
ყველაზე პოპულარული აღმოჩნდა კომპიუტერული მეცნიერების პროგრამა, შემდეგ კი მენეჯმენტი.
ამ დროისთვის სწავლება დისტანციურად მიდის და ველოდებით სააუდიტორიო ნაწილის დაწყებას“, - განაცხადა ალექსანდრე თევზაძემ.
დღეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი გაიხსნა.