„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნა ისეთივე მოვლენაა, როგორც 1918 წელს საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გახსნა“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის გახსნის ცერემონიალზე განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო ხდება ქვეყანა, სადაც ახალგაზრდებს თანამედროვე ტექნოლოგიებით აქვთ საშუალება მიიღონ უმაღლესი დონის განათლება, ზუსტ და ტექნიკურ მეცნიერებებში, რაც მათ მისცემს შესაძლებლობას გახდნენ სრულფასოვანი წევრი მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოების და მისი ავანგარდის.
პრეზიდენტის განცხადებით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის გაწვდილი ხელი აფხაზეთის და ცხინვალის ახალგაზრდებისთვის.
„მათ აქვთ შესაძლებლობა, შექმნან საკუთარი მომავალი, იგრძნონ თავი თანამედროვე სამყაროს თავისუფალ მოაქალაქედ“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.