logo_geo
eng_logo
მარიამ ქვრივიშვილი: 2024 წელს ტურიზმის ინდუსტრია იქნება ევროკავშირის სტანდარტებთან მიახლოვებული
- +

22 ოქტომბერი. 2020. 22:53

 

 

ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო ოთხსეზონურობა, ამიტომაც ვაგრძელებთ ვიყოთ აქტიურები და განვავითაროთ ინფრასტრუქტურა, რომელიც ხელს უწყობს ზამთრის კურორტების განვითარებას“, - ამის შესახებ  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა თელავში ტურიზმისა და რეგიონული განვითარების პროგრამული მიმართულებების პრეზენტაციაზე განაცხადა.

 

მნიშვნელოვანი სიახლე არის ის, რომ შეიქმნება კურორტის მართვის ახალი სისტემა, რომელიც უზრუნვეყოფს კიდევ უფრო მეტად კომფორტულ გარემოს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის, ანუ შიდა მოგზაურებისთვის ისევე, როგორც საერთაშორისო სტუმრებისთვის. 2023 წელს ჩვენი ქვეყანა უმასპინძლებს მსოფლიო ჩემპიონატს, რაც იქნება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი, რადგან ჩემპიონატის ფარგლებში ჩვენს ქვეყანას ესტუმრება ათასობით საერთაშორისო მოგზაური და სტუმარი, და რა თქმა უნდა, ყველაზე გავლენიანი მედიასაშუალებები, რომლებიც აქტიურად და ძალიან ეფექტურად გააშუქებენ ჩვენი ტურისტული პოტენციალის შესახებ.

 

ბევრი ვისაუბრეთ დღეს თუ რას გავაკეთებთ ქვეყნის შიგნით იმისთვის, რომ ღირსეულად ვუმასპინძლოთ ჩვენს საერთაშორისო სტუმრებს და ძალიან კარგად გვესმის, რომ მასპინძლობა მილიონობით ტურისტის ნიშნავს, კიდევ უფრო მეტად გაზრდილ შესაძლებლობას და დახვეწილ ინფრასტრუქტურას ჩვენს საერთაშორისო აეროპორტებში. ამიტომაც, გაფართოვდება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალი, გაფართოვდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ტერმინალი, რაც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ქუთაისის აეროპორტში ჩვენ მივიღოთ, მოვემსახუროთ და ვუმასპინძლოთ 4-ჯერ უფრო მეტ ტურისტების რაოდენობას, ვიდრე აქამდე შეგვეძლო.

 

შედეგად, ჩვენ 2024 წელს მივიღებთ ტურიზმის ინდუსტრიას, რომელიც იქნება ევროკავშირის სტანდარტებთან მიახლოვებული. განვაგრძობთ ვიყოთ ჩვენი კერძო სექტორის მხარდამჭერები, იმიტომ რომ ჩვენი კერძო სექტორი, სამწუხაროდ, განსაკუთრებით დაზარალდა კოვიდ 19-ის დროს. ტურიზმი აღდგება სწრაფად, განვითარდება მდგრადად, ერთად შევქმნით ახალ სამუშაო ადგილებს, და რა თქმა უნდა, ეს აისახება თითოეული თქვენგანის, თქვენი კოლეგების კეთილდღეობაზე. ჩვენ ერთად ვიზრუნებთ იმაზე რომ ჩვენი ღირსეული წვლილი შევიტანოთ იმ ღირსეულ საქმეში, რაც ნიშნავს 2024 წელს იმას, რომ საქართველო გააკეთებს განაცხადს გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, - აღნიშნა ქვრივიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner