-
+
23 ოქტომბერი. 2020. 10:46
დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 134 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ე.წ. ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, კოვიდინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 3306-მდე გაიზარდა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ჯამში ვირუსს 22 პირი ემსხვერპლა.