საქართველოში კორონავირუსით ხუთი პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge გამოქვეყნდა.
ქვეყანაში ჯამში ვირუსს 183 ადამიანი ემსხვერპლა.
დღეს კორონავირუსით ინფიცირების 1 759 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის სულ 24 562 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა 350 პაციენტი და საერთო რაოდენობა 9 751-ს შეადგენს.