logo_geo
eng_logo
ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველომ წითელ ზონაში გადაინაცვლა
- +

23 ოქტომბერი. 2020. 12:14

 

 

საქართველომ ნარინჯისფერიდან წითელ ზონაში გადაინაცვლა. ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

 

დღეს საქართველოში კოვიდინფიცირების 1 759 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 5 და გამოჯანმრთელდა  350 პაციენტი.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner