„როგორც ჩანს, ჩვენ უკვე ვეჩვევით ვირუსთან თანაცხოვრებას, გარკვეული წესებით ცხოვრებას, რომლებზეც „ძალიან ბედნიერი ვარ და ძალიან მიხარია, რომ რეფორმის შედეგად საზოგადოებრივი ტრანსპორტი იქნება ყველასთვის ხელმისაწვდომი, ყველაზე სწრაფი და ყველაზე კომფორტული“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ახალი მიკროავტობუსებისა და ავტობუსების პრეზენტაციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, სატრანსპორტო პოლიტიკის და რეფორმის შედეგად, ქალაქში 1500-მდე მიკროავტობუსი იმოძრავებს, რადგან მეტი საჭიროება არ არის, მანამდე ეს რაოდენობა დააახლოებით 3000-ს შეადგენდა.
მიკროავტობუსების განახლების პროექტთან დაკავშირებით, კალაძემ აღნიშნა, რომ ძალიან კრიტიკული მდგომარეობა იყო და დაწყებულია განახლების პროცესი.
„ხშირად ისმის ბრალდებები იმასთან დაკავშირებით, ჯერ რატომ არ შემოიყვანეს ავტობუსები და შემდეგ რატომ არ განხორციელდა სხვადასხვა პროექტი. ამას ერთი მარტივი მიზეზი აქვს - დრო ცოტაა და არ გვაქვს დასაკარგი დღეები, თვეები. ამ რეფორმის ფარგლებში პარალელურად, ყველაფერი კეთდება. ავტობუსების განახლება-ჩანაცვლების პროექტი დაწყებულია უკვე და ძალიან მალე პარკი მთლიანად განახლდება. ის ყვითელი ავტობუსები, რომლებიც სერიოზული დისკომფორტია მგზავრებისთვის, პრობლემაა ვიზუალური თვალსაზრისით ქალაქისთვის და ასევე ეკოლოგიური კუთხით, მთლიანად ჩანაცვლდება ევროპული ტიპის ავტობუსებით.
პარალელურად მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა/განახლება. ჩნდება საავტობუსე ზოლები, რათა საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება იყოს ყველაზე სწრაფი და კომფორტული. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოპულარიზაცია მოვახდინოთ.
მძიმე სურათია - არსებული „ყვითელი მარშრუტკები“ კრიტიკას ვერ უძლებს და ყველა რესურსი ამოწურულია. ეკოლოგიური თვალსაზრისით სერიოზულ პრობლემას ქმნის, შესაბამისად, მიმდინარეობს განახლება და ორასი ერთეული მიკროავტობუსია შემოყვანილი. პირველ ეტაპზე სამასი ერთეული მოემსახურება თბილისს და რა თქმა უნდა, ეტაპობრივად ჩანაცვლდება.
ჩვენს ქალაქში ტრანსპორტი იქნება ყველაზე მოწესრიგებული, ყველაზე ახალი, ყველაზე სუფთა და ყველაზე კომფორტული“, - აღნიშნა კახა კალაძემ.