logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: გაერთიანებულ სამეფოს შეუძლია, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს შავი ზღვის ფართო რეგიონსა და ევროპაში უსაფრთხოების თანამედროვე არქიტექტურის შექმნაში
- +

23 ოქტომბერი. 2020. 14:51

 

„გაერთიანებულ სამეფოს შეუძლია, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს შავი ზღვის ფართო რეგიონსა და ევროპაში  უსაფრთხოების თანამედროვე არქიტექტურის შექმნაში“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

 

მთავრობის მეთაური ეხმაურება სტატიას, რომელიც „ტელეგრაფში“ გამოქვეყნდა საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს ურთიერთობების განმტკიცების თაობაზე.

 

პრემიერი აცხადებს, რომ საქართველო მზად არის გაერთიანებულ სამეფოსთან სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავებისთვის, ნებისმიერი მიმართულებით.

 

„საქართველო მზად არის გაერთიანებულ სამეფოსთან სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავებისთვის ნებისმიერი მიმართულებით, არსებული საერთო გამოწვევების დასაძლევად“, – აცხადებს გიორგი გახარია.

right_banner right_banner
არქივი
right_banner