„თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არჩევნები ჩატარდება უსაფრთხოდ ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით და ეპიდემიოლოგების მიერ განსაზღვრული ყველა წესის დაცვით“, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.
„ეს ეხება, ბუნებრივია, უსაფრთხოებაზე როცა ვსაუბრობთ როგორც ამომრჩევლებს, ასევე დამკვირვებლებს“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.