„გუშინდელ ინტერვიუს რაც შეეხება, არა მგონია სერიოზულლი კომენტარის გაკეთება შეიძლებოდეს. ეს იყო 2 ადამიანის ერთგვარი ჭორაობა, რომელთაგანაც ერთ-ერთი იყო ცნობოლი „კაგებეშნიკი“. ანუ, რუსულ რესურსს იყენებს ის პარტია და მისი ტელევიზია, რომელიც პირდაპირ არის მხილებული რუსული საქმის კეთებაში საქართველოში, - ამის შესახებ ,ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ელდარ გოგოლაძესთან ნიკა გვარამიას ინტერვიუს.
„გოგოლაძეს რაც შეეხება, არის ცნობილი საქმე. ამერიკელი ჩინოსანი იყო საქართველოში, რომელიც მოკლეს და იქ იკვეთება გოგოლაძის სახელი და გვარი. ჩვენ ვერაფერზე ვისაუბრებთ, ვიდრე არ დადგინდება ეს დანაშაული. რაც შეეხება ნიკა გვარამიას, მასზეც არსებობს კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით ეჭვები. დანარჩენი არის სასამართლოს საქმე, ჩვენ ამაში ვერ ჩავერევით“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.