logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: გვაქვს ინფორმაცია, რომ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ამზადებენ ყალბ ვიდეომასალებს
- +

26 ოქტომბერი. 2020. 13:18

 

 

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „რადიკალური ოპოზიცია“ მასალებს ამზადებს ისეთი პროგრამების გამოყენებით, რომლითაც ადამიანის ვიდეოგამოსახულების გაყალბება არის შესაძლებელი.

 

ის საზოგადოებას სთხოვს, რომ  მაქსიმალური სიფრთხილით მოეკიდონ ტელევიზიით თუ სოციალური ქსელებით გავრცელებულ ნებისმიერ ინფორმაციას, რათა დეზინფორმაციის გავლენის ქვეშ არ მოექცნენ.

 

„ამომრჩეველს ვთხოვთ, მაქსიმალური სიფრთხილით მოეკიდონ ტელევიზიით თუ სოციალური ქსელებით გავრცელებულ ნებისმიერ ინფორმაციას, რათა არ მოექცნენ დეზინფორმაციის გავლენის ქვეშ, რისი ტირაჟირების ინტენსივობა უკანასკნელი კვირების განმავლობაში დღითი დღე იზრდება.

 

გვაქვს ინფორმაცია, რომ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ამზადებენ მასალებს ისეთი პროგრამების გამოყენებით, როგორიცაა მაგალითად Deepfake. შეგახსენებთ, რომ ამგვარი პროგრამების მეშვეობით ადამიანის ვიდეოგამოსახულების გაყალბებაც კი არის შესაძლებელი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner