აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული 85 პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, ხოლო 23 კოვიდ-ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
მისი თქმით, აჭარაში კოვიდ-კლინიკებში ინტენსიური თერაპიის საწოლები თითქმის შევსებულია.
„აჭარაში გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსისგან 186 პირი გამოჯანმრთელდა. ჯამში რეგიონში 7 000-მდე პირი გამოჯანმრთელდა. დილის მონაცემებით, 650 პაციენტი კოვიდ-სტაციონარშია, 1 200 კი კოვიდ-სასტუმროშია მოთავსებული. რეანიმაციაში 85 პირი იმყოფება, ხოლო 23 მართვით სუნთქვაზეა. რეგიონში რჩება დაძაბული, თუმცა სტაბილური სიტუაცია. მოსახლეობამ წესები უნდა დაიცვას, ვინაიდან თითოეული ჩვენგანის ქცევაზე არის დამოკიდებული ხვალინდელი შემთხვევების რაოდენობა. როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში პირბადეები ვატაროთ“, - განაცხადა ნიჟარაძემ.