საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოსთან ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ქვეითი გზაზე გადასვლას ცდილობდა, რა დროსაც მას მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
28 წლის მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფის მისვლამდე, გარდაიცვალა.
შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებოდნენ.