logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: ლევან გოგიჩაიშვილმა წითელ ხაზს გადააბიჯა, როცა საქმიანი კამათის დროს შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს მიმართა
- +

26 ოქტომბერი. 2020. 16:43

 

 

„ემოციები ჭარბობს, იყო აზრთა სხვადასხვაობა - ლევან გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ არჩევნები არ უნდა ჩატარდეს და ათეულ ათასობით ადამიანი კორონას გამო დარჩება საარჩევნო ყუთს მოწყვეტილი, ისე რომ ვერ მისცემს ხმას. საპირისპირო აზრი აქვს უმრავლესობის წარმომადგენლებს, გარკვეულწილად ლევანმა, ვფიქრობ, წითელ ხაზს გადააბიჯა, როცა საქმიანი კამათის დროს შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს მიმართა“,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებთან, ბიუროს სხდომაზე მომხდარი დაპირისპირების შედეგ განაცხადა.

 

„სამწუხაროა, რომ ეს ხდება პოლიტიკოსებს შორის პარლამენტში, მაგრამ ახასიათებს წინასაარჩევნო პერიოდს,"- დასძინა  ვოლსკიმ.

 

ბიუროს სხდომაზე ლევან გოგიჩაიშვილი და შოთა ხაბარელი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რის შემდეგაც ლევან გოგიჩაიშვილმა სხდომა დატოვა, თუმცა კონფლიქტი დარბაზის გარეთაც გაგრძელდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner