„ყველა ინფიცირებულ ადამიანს ექნება შესაძლებლობა, არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა.
„ამის უზრუნველყოფა მოხდება ყუთების მიტანით, ყველას მიეცემა შესაძლებლობა, მთავარია, ეს ადამიანები დარეგისტრირდნენ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ინფორმაციისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისია თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს მიმართავს, დარეკონ ცესკო-ს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრში და მოითხოვონ გადასატანი საარჩევნო ყუთი.