logo_geo
eng_logo
რატი იონათამიშვილი: ეცდებიან პროვოკაციული სცენარები განავითარონ, თუმცა არ გამოუვათ, რადგან საზოგადოება არ დაუშვებს, რომ არჩევნები მშვიდობიან სტანდარტებს გასცდეს
- +

26 ოქტომბერი. 2020. 17:58

 

 

„როგორი მცდელობაც არ უნდა ჰქონდეს რადიკალურ ოპოზიციას, მათი რეიტინგი კიდევ უფრო დაეცემა“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, არჩევნების მოახლოებასთან ერთად, რადიკალური ოპოზიცია პროვოკაციების კუთხით უფრო გააქტიურდება.

 

„მთელი საზოგადოება კარგად ხედავს, რომ ოპოზიციის მიზანს საარჩევნო პროცესებში კონსტრუქციული ჩართვა არ წარმოადგენდა. ისინი მუდმივად რადიკალურ მიმართულებას ირჩევდნენ, რადგან იციან, რომ არჩევნებზე წარმატების მიღწევის ობიექტური მიზეზი არ გააჩნიათ. სწორედ ამიტომ ეცდებიან, პროვოკაციული სცენარები განავითარონ. ისევ მანიპულაციისა და დესტრუქციის მხარეს დადგებიან, მაგრამ ეს არ გამოუვათ, რადგან საზოგადოება არ დაუშვებს იმას, რომ არჩევნები მშვიდობიან სტანდარტებს გასცდეს.

 

როგორი მცდელობაც არ უნდა ჰქონდეს რადიკალურ ოპოზიციას, მათი რეიტინგი კიდევ უფრო დაეცემა. არჩევნები რაც უფრო მოახლოვდება, რადიკალური ოპოზიცია მით უფრო გააქტიურდება, რომ პროვოკაციების მხარეს გადავიდნენ. ისინი ამ მეთოდებს ირჩევენ და მათგან დემოკრატიული ნაბიჯები მოსალოდნელი არ არის“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner