საქართველოში კორონავირუსს კიდევ 23 პაციენტი ემსხვერპლა. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 238-ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ქვეყანაში დღეს კოვიდ-ინფიცირების 1 824 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 32 127-ს შეადგენს.
კორონავირუსისგან განიკურნა 1262 პაციენტი.