logo_geo
eng_logo
გიორგი გახარია: მინდა, გითხრათ და დაგპირდეთ, რომ მომავალი 4 წელი იქნება სამეგრელოს და საქართველოს აღმშენებლობის წელი
- +

27 ოქტომბერი. 2020. 12:06

 

 

„მინდა, გითხრათ და დაგპირდეთ, რომ მომავალი 4 წელი იქნება სამეგრელოს და საქართველოს აღმშენებლობის წელი“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, დღეს წალენჯიხაში საქართველოში განხორციელებული გაზიფიცირების პროექტის პრეზენტაციაზე.

 

მისი თქმით,  საქართველო უნდა იყოს ეკონომიკურად ძლიერი, თავისუფალი და ევროპული სახელმწიფო.

 

„დღეს ყველაზე დიდი პრობლემა გზების გაყვანისა და გაზიფიცირების შემდეგ არის როგორც სასმელი, ასევე საირიგაციო წყალი. 2024 წლისთვის ჩვენს 2 მილიონ 800 000 საქართველოს მოქალაქეს ექნება ნორმალური, 24- საათიანი წყალმომარაგება. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ჩვენ, ჩვენი მოქალაქეების ცხოვრება დავამსგავსოთ ევროპულ და საუკეთესო ქალაქების ცხოვრებას. ეს ყველაფერი შესაძლებელია და ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ ერთად. არჩევნებიდან მეორე დღეს დაიწყება მისი განხორციელება ყოველდღიურად - წალენჯიხაში, ზუგდიდში, თბილისში, ბათუმში, თელავში და ყველგან. როდესაც ვამბობ, რომ დავხარჯავთ მინიმუმ 20 მილიარდ ლარს, აქედან თითოეული ლარი უნდა მოხმარდეს ისეთ მიზნებს და პროგრამებს, რომელიც მივა თითოეულ მოქალაქემდე და ოჯახამდე, მიუხედავად იმისა, თუ სად ცხოვრობს ის. მინდა გითხრათ და დაგპირდეთ, რომ მომავალი 4 წელი იქნება სამეგრელოს და საქართველოს აღმშენებლობის წელი. ეს იქნება ის ოთხი წელი, როდესაც ჩვენ საბოლოოდ გავუმკლავდებით სისტემურ ინფრასტრუქტურის ხარვეზებს, ეს იქნება გზები, წყალმომარაგება, გაზიფიცირება, სკოლები, საბავშვო ბაღები და სისტემური ჯანდაცვის ობიექტები, რომლებიც ჩვენ, ყველამ ერთად უნდა მივიყვანოთ ისეთ მდგომარეობაში, რომ ვიცხოვროთ ეკონომიკურად ძლიერ, თავისუფალ, სამართლიან და რაც მთავარია, ევროპულ სახელმწიფოში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner