„პრაქტიკულად, კვლევებით იგივე განსხვავებაა, რაც ადრე იყო. ბოლო კვლევაში, რომელიც Survation-მა ჩაატარა, 55%-ით ლიდერობს „ოცნება“. ჩავთვალოთ, რომ რომც მოხდეს რაიმე ძვრები, თუმცა, ძალიან საეჭვოა, დარჩენილ დღეეებში დიდი პოლიტიკური მოვლენა მოხდეს საიმისოდ, რომ გავლენა იქონიოს, 10%-იც რომ მოაკლდეს „ოცნებას“, მიზანი მაინც მიღწეული აქვს“, - ამის შესახებ პოლიტოლოგმმა რამაზ საყვარელიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.
მან წინასაარჩევნო კამპანიაც შეაფასა.
„ამ დონის დარღვევები არ იქცევს ხოლმე უცხოელი დამკვირვებლების ყურადღებას იმიტომ, რომ ანალოგიური დარღვევები ხშირად ხდება. რაც იქცევს ხოლმე ყურადღებას, ეს არის საარჩევნო კამპანიის წარმოებაში თანაბარი პირობები პარტიებისთვის. მაგ თვალსაზრისით, მგონი, ნორმალური სიტუაცია იყო იმ მხრივ, რომ ოპოზიციური პარტიების მთელი სპექტრი იყო ეკრანზე, უფრო ხშირად ჩანდნენ, ვიდრე მმართველი პარტია“, - განაცხადა საყვარელიძემ.