დავითგარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტს, მამა კირიონს კორონავირუსი დაუდასტურდა. ის სახლში, თვითიზოლაციაში იმყოფება.
როგორც სასულიერო პირი აცხადებს, არ იცის, საიდან მოხდა მისი დაინფიცირება.
ინფორმაციისთვის, გასულ 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 824 შემთხვევა დადასტურდა, განიკურნა 1 262 პაციენტი, 23 კი გარდაიცვალა.