logo_geo
eng_logo
გოჩა ენუქიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა
- +

27 ოქტომბერი. 2020. 14:21

 

 

ონის, ცაგერის, მესტიისა და ლენტეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, გოჩა ენუქიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოციალურ ქსელში თავად წერს.

 

„ძვირფასო ლეჩხუმლებო, რაჭველებო, სვანებო! მოგახსენებთ, დამიდასტურდა COVID-19, რის გამოც იძულებული ვარ, საჯარო სივრციდან გადავინაცვლო თვითიზოლაციაში.

განსაკუთრებით, ბოდიში მინდა მოვუხადო ლეჩხუმლებს, ვინაიდან სწორედ მათთან ერთად უნდა დამესრულებინა ჩემი წინასაარჩევნო კამპანია.

 

მეგობრებო, თავს კარგად ვგრძნობ და თქვენთან ერთად ველოდები ღირსეულ გამარჯვებას. წინ უფრო დიდი გამოწვევებია, რომელსაც ასევე ღირსეულად ვუპასუხებთ. დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის და გისურვებთ ჯანმრთელობას!“ - წერს გოჩა ენუქიძე.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner