logo_geo
eng_logo
ზაალ ანჯაფარიძე: დღეს გამოაშკარავდა „ნაცების“ მორიგი საარჩევნო ჩანაფიქრი...
- +

27 ოქტომბერი. 2020. 14:25

 

„დღეს გამოაშკარავდა „ნაცების“ მორიგი საარჩევნო ჩანაფიქრი - არჩევნებზე „დამკვირვებლებად“ მათ მიერვე შექმნილი ენჯეო-ების აკრედიტაცია... მიზანი, ვფიქრობ, ყველასთვის გასაგებია. გარდუვალი დამარცხების შემდეგ ეს ე.წ. „დამკვირვებლები“ ააყვირონ დარღვევებზე“, - ამის შესახებ ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

„თუმცა, არჩევნებს აკვირდებიან ის ენჯეო-ებიც, რომლებიც უკვე წლებია ამას აკეთებენ და საერთაშორისო ორგანიზაციები მათ დასკვნებს ითვალისწინებენ.

 

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, სამმა დამკვირვებელმა ორგანიზაციამ (განზრახ არ ვასახელებ, რადგანაც ყველამ იცის, ვინც არიან) ვერ ჩააბარეს დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის ტესტი, როდესაც ფაქტოლოგიის და სანდო სამხილების გარეშე შეეცადნენ, პოლიტიკური და რეპუტაციული ზიანი მიეყენებინათ ერთი მხარისათვის მეორე მხარის სასარგებლოდ.

 

არ მაქვს იმედი, რომ ამ არჩევნებზე იგივე არ მოხდება“, - წერს ანჯაფარიძე.

right_banner right_banner
არქივი
right_banner