logo_geo
eng_logo
ცესკო-მ თვითიზოლაციაში მყოფთა რეგისტრაციის ვადა 18:00 საათამდე გაახანგრძლივა
- +

27 ოქტომბერი. 2020. 15:31

 

 

თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისგან გადასატანი ყუთის მოთხოვნის მიღებას ცესკო დღეს 18:00-მდე განაგრძობს.

 

„თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების მაღალი აქტივობიდან გამომდინარე, ცესკო-ს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი ზარებს მიიღებს დღეს 18:00 სთ-მდე.

 

ვინაიდან ფიქსირდება თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების მაღალი აქტივობა, ცესკო-ს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი ზარებს, გადასატანი ყუთის მოთხოვნით, მიიღებს 27 ოქტომბრის 18:00 სთ-მდე. დარეკეთ ტელეფონის ნომერზე 2 51 00 51 (0).

 

შეგახსენებთ, რომ ცესკო-ს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრისთვის მომართვისა და ოფიციალური მოთხოვნის დაფიქსირების შემთხვევაში, გადასატანი საარჩევნო ყუთით სარგებლობას შეძლებენ თვითიზოლაციაში მყოფი ის ამომრჩევლები, რომელთა მონაცემებიც ოფიციალურად ფიქსირდება შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში“, – აცხადებენ ცესკო-ში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner