logo_geo
eng_logo
თამარ გაბუნია: განსაკუთრებულად ვმუშაობთ, რათა გარდაცვალების შემთხვევები მინიმუმამდე შემცირდეს
- +

27 ოქტომბერი. 2020. 16:37

 

„განსაკუთრებულად ვმუშაობთ, რათა გარდაცვალების შემთხვევები მინიმუმამდე შემცირდეს“, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ მედიასთან  განაცხადა.

 

„სტატისტიკური მაჩვენებელი კვლავაც საყურადღებოა. ახალი შემთხვევების რაოდენობა მაღალი რჩება. აჭარაში გვაქვს გარკვეული მერყეობა, რაც შემთხვევების აქტიურ გავრცელებაზე მიუთითებს.

 

საყურადღებოა ასევე, გარდაცვალების შემთხვევები, დღეს ქვეყანაში ყველაზე მაღალი იყო, რაც აქამდე დაფიქსირებულა. აჭარაში გარდაცვალების რვა შემთხვევა დაფიქსირდა, მათი უმრავლესობა მძიმე ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებში. რა თქმა უნდა, ყველა შემთხვევა საყურადღებო და სამწუხაროა. ამ მიმართულებით განსაკუთრებულად ვმუშაობთ, რათა გარდაცვალების შემთხვევები მინიმუმამდე შემცირდეს როგორც აჭარაში, ისე ყველგან“ - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner