„გონიერი ადამიანი არასოდეს დაუშვებს უზნეობას, რაც ამ ნაც-ჯალათებმა ჩაიდინეს ჩვენი სამშობლოსა და პატიმართა მიმართ. როგორც იქნა კიდევ ერთხელ დადგა დრო თვალის მტკივნეული ახელისა. დიდი ხანია ქვეყანა ნაც-ჯალათების მხრიდან ცილისწამებებითა და უბედურებით იწამლება!“ - ამის შესახებ კულტურის პალატის თავმჯდომარე დავით ოქიტაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„უნდა დამთავრდეს და მორჩეს სიცრუის დიდი ღრეობა!! ახლა ამ ღრეობის მონაწილეებს ღიმილი მიალპათ სახეებზე. ავსულის ნებით - სადიზმით დასნეულებული ორფეხა ცხოველების ნამოქმედარი, ბოლო წვეთი აღმოჩნდა ქართველი ხალხის მოთმინებისა‼️
ახლა ერიც და ბერიც ერთად უნდა ახორციელებდეს ეგზორციზმის სიმბოლურ სცენას - ავსულთა განდევნას! ჯოჯოხეთგამოვლილი ჰუმანიზმი გზას მიიკვლევს - „ბოროტსა სძლია კეთილმან“. ახლა მათთვის ნამღერი ყოველი სიმღერა და მხარდაჭერა აღიქმება, როგორც სატანის შავი მესა!
ის, ვინც დღესაც ვერ ელევა თავის მფარველებს, გარდა იმისა, რომ სინდისთან მწყრალად არის, ემსგავსება უძღებ ვამპირს მიკრულ ტკიპას - სისხლში მოზიარეს!
გევედრებით, არ გაიმეტოთ თავი და შთამომავლობა!
პირადად ჩემთვის არ არსებობს არავითარი აუცილებლობა ჩემი სინდისის მიღმა!
თქვენც კარგად იცით, რომ უდიდესი გამარჯვება საკუთარ თავზე გამარჯვებაა, სძლიეთ ჩვეულ კეთილდღეობას, ეს ილუზიაა, რომელიც მირაჟივით გაქრება, როცა სული აგტკივდებათ, როცა სინდისი გამხელთ, როცა მომავალი პასუხს მოგთხოვთ!
პატიოსნების ხარისხი იზომება არა შეცდომებით (უცოდველი არავინაა), არამედ იმ შეგრძნებით, რომელიც ადამიანს ეუფლება ამ შეცდომის გაცნობიერებისას. ‼️
გაბრიელ ქიქოძე ბრძანებდა – „უცოდველი არავინაა, მთავარია შენმა სინდისმა არ დაგიმალოს ეს ცოდვა“. გონიერი ადამიანი არასოდეს დაუშვებს უზნეობას, რაც ამ ჯალათებმა ჩაიდინეს ჩვენი ქვეყნისა და პატიმართა მიმართ!
გონებრივი და ზნეობრივი თითქმის ყოველთვის ემთხვევა ერთმანეთს. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, დადექით იქ, სადაც ზნეობა ზეიმობს“, - წერს ოქიტაშვილი.