პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ზუგდიდში მიმდინარე სპეცოპერაციაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ოპონენტების გარკვეული ნაწილი წამსვლელია ყველაფერზე, ოღონდ, ქვეყანაში სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბოს.
„ათასი მაგალითი შემიძლია მოვიყვანო იმის, თუ როგორ სვავებივით ელოდებიან ოპონენტები სისხლისღვრას, არეულობასა და დაპირისპირებას, რათა ეს თავის სასარგებლოდ გამოიყენონ.
რასაკვირველია, ყველაზე არ ვსაუბრობ. პოლიციელების წინაშე კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი, რომლებმაც თავისი მოვალეობა შეასრულეს და ადამიანების სიცოცხლე დაიცვეს. ოპერაცია ჯერ არ დამთავრებულა და დარწმუნებული ვარ, წარმატებით დაასრულებენ. არ მგონია, რომელიმე ადამიანი ვერ ხედავდეს, როგორ მიუთითებდნენ კონკრეტული ტელევიზიები, თუ სად იყვნენ განლაგებულნი პოლიციის ქვედანაყოფები და ბანკის ის თანამშრომლები, რომლებიც ოპერაციას გაერიდნენ, მაგრამ კონკრეტული ტერიტორიიდან ვერ გადიოდნენ. არ მგონია, ვინმემ ვერ შეამჩნია ის, თუ როგორ ცდილობდა კონკრეტული მედია დამატებით პრობლემები შეექმნა საპოლიციო ძალებისთვის“, – განაცხადა ვოლსკიმ.