logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის საიტზე ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა
- +

28 ოქტომბერი. 2020. 10:28

 

 

ჰაკერებმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის საიტი გატეხეს. კამპანიის პრესმდივნის, ტიმ მერტოუს განცხადებით, კონფიდენციალურ ინფორმაციაზე წვდომა არ მომხდარა, რადგან ამ საიტზე მსგავსი ინფორმაცია არ ინახება.

 

„თავდასხმის წყაროს დასადგენად ჩვენ სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად ვმუშაობთ. ჰაკერებმა კონფიდენციალურ მონაცემებთან წვდომა ვერ შეძლეს, რადგან, ისინი საიტზე არ ინახება“, - განაცხადა მერტოუმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner