„ბოლნისი არის ერთ-ერთი ოლქი, სადაც დაპირისპირება გვიწევს ძალიან დიდ ფულთან, რომელსაც არიგებს „ნაცმოძრაობის“ კანდიდატი კახა ოქრიაშვილი“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ოქრიაშვილს თავისი აგიტატორებისთვის გადახდილი თანხები დეკლარირებული არ აქვს.
„ბოლნისი არის ერთ-ერთი ოლქი, სადაც დაპირისპირება გვიწევს ძალიან დიდ ფულთან, რომელსაც არიგებს „ნაცმოძრაობის“ კანდიდატი კახა ოქრიაშვილი. იგივე ხდება მცხეთა-მთიანეთში და კიდევ რამდენიმე სხვა ოლქში. ძალიან დიდ ფულს არიგებს კახა ოქრიაშვილი, მაგალითად, შეგიძლიათ გადაამოწმოთ, რამდენი ხელფასიანი აგიტატორი ჰყავთ და რამდენს უხდის ორი თვის განმავლობაში ამ აგიტატორებს, თუმცა, ეს თანხები დეკლარირებული არ არის“, - განაცხადა კობახიძემ.