logo_geo
eng_logo
ტექნოპარკში სტარტაპების ხელშეწყობის პროგრამის გაცნობის მიზნით ღია კარის დღე გაიმართება
- +

30 ივნისი. 2016. 12:29



ტექნოპარკში დღეს, 19:00 საათზე, „დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამის" გაცნობის მიზნით ღია კარის დღე გაიმართება.


პროგრამის კოორდინატორები დაინტერესებულ პირებს კითხვა-პასუხის რეჟიმში დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან პროგრამაში მონაწილეობის წესების და პირობების შესახებ.



საპარტნიორო ფონდმა და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომდამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამის" განხორციელება დაიწყო.

 

პროგრამის მიზანია მათ ვისაც არ აქვს ფინანსური სახსრები მიეცეთ უნიკალური შანსი განახორციელონ სიახლეზე ორიენტირებული ბიზნეს იდეები და დაიწყონ საკუთარი ბიზნესი.

 

განაცხადების მიღება დაიწყო 2016 წლის 17 ივნისიდან და გაგრძელდება 31 ივლისის ჩათვლით. განაცხადის ფორმა, შევსების წესი და პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსდა სპეციალურად შექმნილ ინტერნეტ გვერდზე www.startup.gov.ge. პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს ასევე ემსახურებიან ტექნოლოგიური პარკის შენობაში, სადაც განთავსებულია პროგრამის ფრონტ-ოფისი. ასევე მოქმედებს სატელეფონო ცხელი ხაზი +995 32 290 00 30. პროექტების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით.

 

მოსახლეობის უკეთ ინფორმირებისთვის, პროგრამის კოორდინატორები მოსახლეობისთვის პრეზენტაციებს რეგიონებშიც მართავენ. პირველი შეხვედრა 28 ივნისს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გაიმართა. მცხეთა-მთიანეთის რეგიონის და შიდა ქართლის მოსახლეობისთვის პრეზენტაციები გაიმართება 1 ივლისს", - აცხადებენ საპარტნიორო ფონდში.



ღია კარის დღე ტექნოპარკში ასევე დაგეგმილია 14 ივლისს და 28 ივლისს.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner