logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ვრცელდება ახალი საოცრება, ორდღიანი ტყუილი...
- +

29 ოქტომბერი. 2020. 13:50

 

„ვრცელდება ახალი საოცრება, ორდღიანი ტყუილი, თითქოს ნიკა მელია პირველ ტურში იგებს არჩევნებს 61%-ით. ეს დასაცინი ამბავია, ამაზე მოკლეფეხებიანი ტყუილი არ არსებობს. ამ მავნებლური სისტემების პარალელურად მუშაობს კონკრეტული გეგმა, რომელიც მათ განხორციელებადი ჰგონიათ, მაგრამ ეს გამორიცხულია“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

 

„შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ უკვე მესამე დღეა, აშკარავდება „ნაცმოძრაობის“ მავნებლური გეგმები. მხილება ნომერი ერთი იყო, როდესაც ჩვენი პარტიის შესაბამისმა სამსახურებმა გამოაშკარავეს 32 ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც ე.წ. ობიექტური დამკვირვებლების ეგიდით უნდა დაკვირვებოდნენ არჩევნებს, გაეკეთებინათ თავიანთი დასკვნები და შემდეგ ეცადათ, ამ დასკვნებით შეცდომაში შეეყვანათ საერთაშორისო დამკვირვებლები. შემდეგ მთელი დღის განმავლობაში ისინი იმართლებდნენ თავს. თუ აღმოჩნდება, რომ რომელიმე სადამკვირვებლო ორგანიზაცია ეკუთვნის „ქართულ ოცნებასთან“ პირდაპირ დაკავშირებულ პირს, მე გარანტიას გაძლევთ, რომ ასეთი ორგანიზაცია არჩევნებს არ დააკვირდება. მედიაში ახსენეს ვიღაც მოდებაძე, რომელიც ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის გამგეობის წევრია. სხვა ასეთი პირი მოძიებული ვერ იქნება“, - განაცხადა მდინარაძემ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner