„1 ნოემბრიდან, მას შემდეგ, რაც თქვენ ერთად დამაჯერებალად გავიმარჯვებთ, ყოველი დღის გეგმა გვაქვს. ჩვენ არ გვაქვს ბევრი დრო და მიზანი იქნება იქნება ის, რომ საბოლოოდ მომდევნო 4 წელიწადში ქვეყანა მაქსიმალურად დავაახლოვოთ ევროპულ სტანდარტებს, ფასეულობებს, ევროპულ ინფრასტრუქტურას, განათლებას, სკოლებს, მედიცინიას იმისთვის, რომ ჩვენ ყველამ ერთად 2024 წელს შევძლოთ განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატის, ბექა ოდიშარიას წარდგენაზე განაცხადა.
მან ასევე ყურადღება გაამხვილა ოკუპაციასა და ოკუპირებული ტერიტორიების საკითხზე.
„ოკუპაცია არის ჩვენი ყველაზე დიდი გამოწვევა. ჩვენ ყოველთვის ვიზრუნებთ ჩვენს დევნილებზე, მათ საცხოვრებელ პირობებზე, მაგრამ საბოლოო მიზანია ქვეყნის გამთლიანება, გამთლიანება მშვიდობით და გონივრულად. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ოკუპაციაზე, ჩვენ არ ვსაუბრობთ ჩვენი მიწის მხოლოდ 20%-ზე. ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი ქვეყნის განვითარების შეზღუდულობაზე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.