პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული ისნის მაჟორიტარობის კანდიდატად კახა კახიშვილი წარადგინა.
როგორც პარტიის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა, გუნდისა და ადგილობრივ მოსახლეობაში გამოკითხვის ჩატარების შემდეგ, ყველაზე მეტი პატივისცემა და სიყვარული კახა კახიშვილმა დაიმსახურა.
„დღეს ჩვენ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ სურვილი გვაქვს, წარმოგიდგინოთ ადამიანი, რომელიც საქართველოს პარლამენტში თქვენს ინტერესებს დაიცავს და გაატარებს. გუნდში ბევრი მსჯელობა გვქონდა, ბევრი კანდიდატი განიხილებოდა, თუ ისნის რაიონის მაჟორიტარი კანდიდატი, ვინ უნდა ყოფილიყო. ბევრი გამოკითხვა ჩავატარეთ, ადგილობრივ მოსახლეობას ვკითხეთ და ყველაზე მეტი პატივისცემა, სიყვარული კახა კახიშვილმა დაიმსახურა. მე მინდა, კახის წარმატებები ვუსურვო და დარწმუნებული ვარ, რომ ის დიდი პასუხისმგებლობა, რაც მან აიღო და პასუხისმგებლობა, რომელიც ისნის მოსახლეობამ მისცა, კარგად აცნობიერებს, დარწმუნებული ვარ“, - განაცხადა კალაძემ.