საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გორთან მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს და გარდაცვლილთა ოჯახებს და ახლობლებს უსამძიმრებს.
„მწუხარებას გამოვთქვამ გორთან მომხდარი ტრაგედიის გამო. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს, დაზარალებულებს კი, სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, - წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
გორთან ავტოსაგზაო შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ექვსი ადამიანია გარდაცვლილი.