logo_geo
eng_logo
IEA: საქართველო ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლით სიკვდილიანობით პირველ ადგილზეა
- +

30 ივნისი. 2016. 12:57



ჰაერის დაბინძურების შედეგად გამოწვეული ლეტალური შედეგები დაკავშირებულია გოგირდის დიოქსიდთან, აზოტის ოქსიდთან, მყარ ნაწილაკებთან, ასევე მყარი საწვავის დაწვის შედეგად წარმოქმნილ ნარჩენებთან.


ორგანიზაციის მიერ გამოქვეყებულ ანგარიშში დეტალურად არ არის ახსნილი, თუ რატომ მოხვდა საქართველო ამ სიის თავში, თუმცა აღნიშნულია, რომ უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში საქართველოში გზებზე ძველი, დიზელის საწვავზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობის მკვეთრი ზრდა შეინიშნება, დაბინძურების მაჩვენებლის კვლევა კი პრაქტიკულად არ ხორციელდება.


„საქართველოში საზოგადოებრივი ტრანსპორტი საკმარისად განვითარებული არ არის, მოსახლეობის დიდი ნაწილი ავტომობილებით გადაადგილდება. შედეგად, აღნიშნული ავტომობილების რიცხვი მკვეთრად გაიზარდა უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში, ბოლო 5 წლის პერიოდში კი თითქმის გაორმაგდა".


IEA-ს კვლევაში, რომელიც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებსაც ეყრდნობა, აღნიშნულია, რომ საქართველოში მანქანების ვარგისიანობა არ მოწმდება, ამიტომ ქუჩებში უამრავი ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილი გადაადგილდება. ასევე წერია, რომ იაფფასიანი საწვავის გამოყენება და საცობების წარმოქმნა მკვეთრად უწყობს ჰაერის დაბინძურებას ხელს.


IEA 1974 წელს დაარსებული საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელშიც გაერთიანებულია 29 ქვეყანა და მისი მიზანია სანდო და ეკოლოგიურად სუფთა ენერგიის ხელმისაწვდომობის შექმნა. ორგანიზაციას მუშაობის 4 მიმართულება აქვს: ენერგეტიკული უსაფრთხოება, ეკონომიკური განვითარება, გარემოს შესახებ ინფორმატიულობის გაზრდა და ამ პროცესებში მსოფლიო ქვეყნების ჩართვა.

 


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner