„არაფერია ადამიანის სიცოცხლეზე ღირებული - ყველაფერი უფერულდება გორთან მომხდარი გუშინდელი ავტოკატასტროფის ფონზე“, - ამის შესახებ პარტია “ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.
„ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს, მათ ახლობლებს, მთელ საქართველოს! ავტოშემთხვევის დროს დაშავებულ მოქალაქეებს კი, მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, - წერს კალაძე.
თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე წუხელ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი ადგილზე დაიღუპა და 11 დაშავდა. მოგვიანებით, 1 დაშავებული გარდაიცვალა გორის საავადმყოფოში.