„კორონავირუსის მხრივ გლობალურად სიტუაცია არასახარბიელოა, დღეს ამ ბოლო ხნის განმავლობაში ანტირეკორდი, 546 000 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც ნახევარი ევროპაშია“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„მთელ მსოფლიოში გამოჯანმრთელების მაჩვენებელი 73 %-ია. რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, აბსოლუტურ რაოდენობაში სიკვდილიანობა კი იზრდება, მაგრამ შეფარდებითი რიცხვი ახალ ინფიცირებულებთან არის 2,6 %-მდე დაკლებული.
ნოემბერსა და დეკემბერში შემთხვევათა ზრდა იქნება როგორც მსოფლიოში, ასევე ჩვენთანაც.
ეს დღეებია საქართველოში გამოჯანმრთელებულთა მაჩვენებელი იმატებს და ჯამში 53 პროცენტზე ავიდა და ეს პოზიტიური ტენდენციაა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.