logo_geo
eng_logo
პაატა იმნაძე: საბედნიეროდ, კოვიდ-ინფიცირების მკვეთრი მატება არ გვაქვს
- +

30 ოქტომბერი. 2020. 15:35

 

 

„დღეს დადგა ის პერიოდი, როდესაც, საბედნიეროდ, გამოჯანმრთელებული უფრო მეტია, ვიდრე ინფიცირებული“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ  საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. მისი თქმით, ქვეყანაში ​სიტუაცია სტაბილურია.

 

„ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან დაავადებული ბევრი იყო, გავიდა დრო და ეს ადამიანები უნდა გამოჯანმრთელებულიყვნენ.

 

საბედნიეროდ, მკვეთრი მატება არ გვაქვს, ჩვენი გაანგარიშებით, მოსახლეობამ ცოტა უფრო მეტად დაიწყო წესების დაცვა, რაც ძალიან კარგია, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. წინ გვაქვს აცივება, ზამთარი, შესაბამისად, მოიმატებს ზამთრის ვირუსები. დღეს გაციებით ავადობა დაახლოებით ისეთივეა, როგორც შარშან და შარშანწინ, მაგრამ ყველა სხვა ვირუსი ჩაანაცვლა კოვიდმა“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner