logo_geo
eng_logo
პაატა იმნაძე: თუ დამიჯერებთ, უბნის მაღაზიაში შესვლა გაცილებით მეტი რისკის შემცველია, ვიდრე არჩევნებზე წასვლა
- +

30 ოქტომბერი. 2020. 16:57

 

 

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, არჩევნების უსაფრთხოდ ჩასატარებლად გაითვალისწინეს იმ ქვეყნების გამოცდილება, სადაც პანდემიის პირობებში არჩევნები გაიმართა. ამის შესახებ მან  მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდიცნაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე ისაუბრა.

 

„შემუშავებული იქნება ძალიან დაწვრილებითი პროტოკოლი საარჩევნო ადმინისტრაციისთვის, ანუ დაცვის მხრივ იქ ისეთი სიტუაციაა შექმნილი, რომ თუ დამიჯერებთ, უბნის მაღაზიაში შესვლა გაცილებით მეტი რისკის შემცველია, ვიდრე არჩევნებზე წასვლა. იქ პრაქტიკულად იმისი შანსი, რომ გადაედოს ადამიანს ადამიანისგან, არ არსებობს. დროც ცოტაა, ნიღბით არის ადამიანი, ყველა სხვაც გათვალისწინებულია, კალამი ერთჯერადი და ყველაფერია გათვალისწინებული, რომ უსაფრთხო იყოს ხმის მიცემის პროცედურა“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner