logo_geo
eng_logo
„საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!“ - თურქეთში მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით საელჩო ინფორმაციას ავრცელებს
- +

30 ოქტომბერი. 2020. 18:21

 

 

საქართველოს საელჩო თურქეთში ქვეყანაში მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს.

 

„თურქეთის ქ. იზმირსა და მის შემოგარენში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!

 

დღეს, 30 ოქტომბერს, ქ. იზმირში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ საქართველოს მოქალაქეებს, შეუძლიათ, დაგვიკავშირდნენ საელჩოს ცხელ ხაზზე:

 

+90 533 690 30 40; +90 539 220 82 80“, - ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში.

 

თურქეთში 6.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. დაიღუპა სულ მცირე 4 ადამიანი  ხოლო 120 კი დაშავდა. მიწისძვრის შედეგად  ექვსი საცხოვრებელი სახლი დაინგრა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner