მწერალმა დავით მაღრაძემ, საქართველოში წინასაარჩევნო გარემო შეაფასა. „ნაცმოძრაობა“, როგორც ფაშისტურ-რევანშისტული წარმონაქმნი სულ საფრთხეა. ხელისუფლებაში საფრთხე იყო, ოპოზიციაშიც საფრთხეა - ეს განცხადება მან ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა ღია ეთერში გააკეთა.
„მივიდეთ ხვალ, საარჩევნო ყუთებთან უკლებლივ ყველა და ქართველმა ხალხმა ეს საფრთხე დავამარცხოთ, რომ ნათელი მომავალი მოვიდეს, დილა გათენდეს, გაუღიმოს ქართველმა ქართველს, არ აქვს მნიშვნელობა ეთნიკურ წარმომავლობას, საქართველოს მოქალაქეს კეთილი სალამი უნდა დაუბრუნდეს და ამ საფრთხის გარეშე უნდა ვიცხოვროთ“, - განაცხადა მაღრაძემ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს იმართება.