„ჩემთვის „ნაციონალური მოძრაობა“ არის ძალა, რომლისთვისაც არ აქვს მნიშვნელობა საზოგადოების არჩევანს“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა ღია ეთერში ანალიტიკოსმა ბაჩო ოდიშარიამ განაცხადა.
მისი თქმით, „ნაცმოძრაობა“ არჩევნებში წაგებისთვისაა განწირული, თუმცა ეს ძალა არ ცნობს შედეგებს.
„ისინი ღიად ამბობენ, რომ თუ არჩევნებში არ გაიმარჯვებენ, ესეიგი შედეგები გაყალბებულია. ეს ძალა 2008 წელს არჩევნების გაყალბებით დარჩა ხელისუფლებაში. 2007 წელს ტელეკომპანია „იმედი“ გათიშა და სრული ოკუპაცია მოახდინა, მარტო იმიტომ რომ მისთვის პოლიტიკურად შეუფერებელი მესიჯები ისმოდა“, - განაცხადა ოდიშარიამ.
ანალიტიკოსის შეფასებით, პროვოკაციული კერები ბევრ საარჩევნო უბანზე იქნება, რადგან „ნაცმოძრაობას“ სხვა რესურსი არ აქვს დარჩენილი.
„რადგან მათთვის დემოკრატიული წესით გამართულ არჩევნებში მონაწილეობა მათთვის არის აღსასრული, რადგან თავად ამ პრინციპებს არასდროს არ იცავდნენ“, - განაცხადა ბაჩო ოდიშარიამ.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს იმართება.