logo_geo
eng_logo
ნიკა ლალიაშვილი: ხვალ, „ნაციონალური მოძრაობა“ დამარცხდება, ეს გარდაუვალია და ამაზე მეტყველებს ყველა კვლევა
- +

31 ოქტომბერი. 2020. 02:55

 

 

„ყველას აქვს მოლოდინი და ეს მოლოდინი არ არის უსაფუძვლო, ხვალ, „ნაციონალური მოძრაობა“ დამარცხდება ეს გარდაუვალია და ამაზე მეტყველებს ყველა კვლევა. ეს მათაც მშვენივრად იციან, რჩებათ უკანასკნელი გამოსავალი, ბოლო იარაღი, ეს არის რევოლუციის მოწყობის მცდელობა“, - ამის შესახებ „იმედის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა ლალიაშვილმა გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

 

„ყველაფერს ვხედავდით, როგორ მიდიოდა აქამდე საქმე. როგორ უნდა მომხდარიყო უკრაინიდან, რევოლუციის სამი ინგრედიენტის ექსპორტი. ეს იყო საწყის ეტაპზე ქილერი, რომელიც უდნა გამოეგზავნათ და შეესრულებინა რიტუალური მსხვერპლშეწირვა ცნობილი ჟურნალისტის, რომელსაც მოჰყვებოდა არეულობა და გადაიქცეოდა დესტაბილიზაციაში. შემდეგ იყო მცდელობა გამოეგზავნათ ყალბი დამკვირვებლები და კიდევ კარგი, ეს ამბავი არ მოხდა. ბოლოს იყო „იფსოსის“ ყალბი კვლევა, რომელსაც კიდევ წინ აქვს ყველაფერი და ხვალ მისის ეგზიტპოლით, დიდი ალბათობით გამოცხადდება, რომ მოიგო „ნაციონალურმა მოძრაობამ“. ამისთვის „ნაციონალური მოძრაობა“ უკვე ემზადება და გამარჯვების ზეიმისთვის ხვალ იკავებენ რუსთაველის გამზირს“, - განაცხადა ნიკა ლალიაშვილმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner