„ოფიციალური შედეგებიც იგივე იქნება, თუ მეტი არა. და ვერავინ შეძლებს დესტრუქციულად, უკანონოდ ოფიციალური მონაცემების შეცვლას“, - ასე ეხმაურება ანალიტიკოსი გია აბაშიძე ეგზიტპოლების შედეგებს „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.
„ნაცსექტანტებო, ამერიკის, ბრიტანეთის ელჩებმა უკვე საჯაროდ მოგიწოდეს, რომ მშვიდად მიიღოთ შედეგები და ხელი არ შეუშალოთ საარჩევნო ადმინისტრაციას შეჯამებაში.
გილოცავთ "ქართული ოცნების" მხარდამჭერებო, ამ ისტორიულ დამაჯერებელ გამარჯვებას! მესამედ, ზედიზედ ხელისუფლებაში ის პარტია, რომელიც ორიენტირებულია ადამიანზე და სტაბილურ განვითარებაზე.
მეტი წარმატებები მმართველ გუნდს!
მშვიდობა და კეთილდღეობა ჩვენ საქართველოს“, - წერს აბაშიძე.