logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: მელიას რომ გაემარჯვა, დარეკავდა, ერთი საათი გავიდა და ვერ გაბედა დარეკვა
- +

31 ოქტომბერი. 2020. 22:43

 

„რომ გაემარჯვა, დარეკავდა, ერთი საათი გავიდა და ვერ გაბედა დარეკვა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ნიკა მელიას, განცხადებას, რომელმაც თქვა,  რომ ირაკლი კობახიძეს პირადად დაურეკავდა.

 

„რომ გაემარჯვა, დარეკავდა, ერთი საათი გავიდა და ვერ გაბედა დარეკვა. ის რომ ყოფილიყო კაცი, თავიდანვე იტყოდა, რომ წაგების შემთხვევაში, მაგალითად, დატოვებდა მანდატს, მაგრამ ვერ გაბედა. რატომ ვერ გაბედა? იმიტომ, რომ იცოდა წააგებდა. მეორე ტური შეიძლება იყოს ბევრგან, მათ შორის გლდანშიც, მაგრამ მოგება-წაგებას რაც შეეხება, მკაფიოდ ითქვა ის, რაც ითქვა ჩვენგან“, - განაცხადა კობახიძემ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner