„დამარცხდი? - მიულოცე! ეს ის კულტურაა, რომელსაც ჩვენგან ევროპის ქვეყნები ითხოვენ“, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა, რამაზ საყვარელიძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.
„მარცხის დროს ზეიმი გაუგებრობაა, მაგრამ ღირსეულად მარცხი ასეთი მაიმუნობის გარეშე, ეგ კიდევ სხვა კულტურაა, ეს ის კულტურაა, რომელსაც ითხოვენ ჩვენგან ევროპული ქვეყნები. დამარცხდი? - მიულოცე მეტოქეს და ჩამოართვი ხელი! ძალით რომ გააკეთებინებს სააკაშვილს. ეს დასავლური კულტურა, რომლისკენაც ჩვენც უნდა მივდიოდეთ“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.
ამერიკული ორგანიზაცია Public Opinion Strategies-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 55% მიიღო, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი - 23%.